ფრენკი დე იონგი შეიძლება თენ ჰაგის პირველი შენაძენი გახდეს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ცენტრალური ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, შესაძლოა, ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს, რომელიც დაინტერესებულია ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაფორმებით, – იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.
როგორც წყარო აღნიშნავს, 24 წლის ნახევარმცველი ბედნიერია კატალონურ კლუბში, მაგრამ მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმოქმედოს იმან, რომ ახალ სეზონში „იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება ერიკ თენ ჰაგი, რომელთანაც დე იონგი „აიაქსში“ თანამშრომლობდა.
ნიდერლანდელის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.