ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე კატეგორიულ უარს ამბობს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის აგენტი უკმაყოფილოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცდელობებით, გაიფორმოს ნიდერლანდელი ფეხბურთელი, – წერს გამოცემა Diario Sport.
ცოტა ხნის წინ, დე იონგის წარმომადგენელი ალი დურსუნი შეხვდა მანჩესტერული გუნდის აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ არნოლდსა და სპორტულ დირექტორს ჯონ მერტოს. საუბრის დროს, ფეხბურთელის აგენტმა კიდევ ერთხელ უარყო წინადადება ინგლისულ გუნდში გადასვლაზე.
აღნიშნავენ, რომ თავად ფეხბურთელი უარს არ ამბობს „ბარსელონადან“ წასვლაზე, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას.
რაც შეეხება „ბარსელონას“, ის ცდილობს დაიყოლიოს დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კარიერის გაგრძელებაზე. კატალონურმა კლუბმა შეათანხმა მანჩესტერელებთან ტრანსფერი და უკვე აცნობა ამის შესახებ ნახევარმცველს. „ბარსელონას“ ფეხბურთელისგან ჯერ პასუხი არ მიუღია. ტრანსფერის თანხა 75 მილიონ ევროს უდრის.
არსებობს ალბათობა, რომ დე იონგი არ გაფრინდება გუნდთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ტურნეში. გამგზავრება 16 ივლისს არის ჩანიშნული.