ფრე უკრაინელებთან - „საბურთალომ“ შეკრებაზე პირველად ითამაშა [ვიდეო]
ფრე უკრაინელებთან - „საბურთალომ“ შეკრებაზე პირველად ითამაშა [ვიდეო]

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „საბურთალომ“ პირველი ამხანაგური მატჩი უკრაინული „ოლექსანდრიას” წინააღმდეგ გამართა (რომელიც უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა) და მეტოქეს დაუზავდა.

ბელეკში მდებარე საკურორტო კომპლექსის, სუენოს საფეხბურთო მოედანზე გამართული შეხვედრა ბრძოლაში მიმდინარეობდა, ანგარიში კი „ოლექსანდრიამ“ გახსნა. უკრაინელებმა მე -18 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ბოგდან მიშენკომ გოლად აქცია 0:1.

საბურთალომ“ მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. გიორგი ლაცაბიძის სახიფათო ფლანგური გადაცემის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება გიორგი გოჩოლეიშვილს პირველივე ტაიმში შეეძლო, მაგრამ ახლოდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა.

თბილისელებმა მეორე ტაიმში წონასწორობა მაინც აღადგინეს – 78-ე წუთზე, საკუთარი საჯარიმოდან დაჩი ცნობილაძემ შეტევა მარჯვენა ფლანგზე ნიკა მალს გაუგრძელა, რომელმაც კარის წინ გახსნილი იური ტანატაძე მოძებნა, მან კი ზუსტად დაარტყა 1:1 და საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა.

„საბურთალო“ – „ოლექსანდრია” 1:1

გოლები: 0:1 მიშენკო (19. პენალტი), 1:1 ტაბატაძე (74)

„საბურთალო“: მეგრელიშვილი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, მუდრაკი, ჩაჩუა, ტერა, ძებნიაური, მანდრიჩენკო, გულიაშვილი, გოჩოლეიშვილი, თ. ტაბატაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ლ. ნონიკაშვილი, ერისთავი, მალი, შ. ნონიკაშვილი, ი. ტაბატაძე, ცნობილაძე, ამინუ.

ლევან კორღალიძის გუნდი თურქეთში რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავს – 11 თებერვალს გუნდი რუსეთის პირველი ლიგის „ტომს” დაუპირისპირდება, 14-ში – ასევე რუსულ „ორენბურგს“. რაც შეეხება მეოთხე სპარინგ-მატჩს, მეტოქის ვინაობა რამდენიმე დღეში გადაწყდება.