ფრე თურქულ კლუბთან - „სამგურალმა“ შეკრება დაასრულა #1TVSPORT
ფრე თურქულ კლუბთან - „სამგურალმა“ შეკრება დაასრულა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქული შეკრება ამხანაგური შეხვედრით დაასრულა გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა მატჩი „ერზრუმსპორის“ წინააღმდეგ გამართეს და ფრედ ითამაშეს.

ერზრუმში გამართულ მატჩში წყალტუბოელების მეტოქე თურქეთის პირველი დივიზიონის გასული სეზონის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ანგარიში მე-7 წუთზე იუსუფ კოჩიმ გახსნა, მატჩის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე კი მეტოქის კარი მამია გავაშელიშვილმა აიღო და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი თურქეთის სუპერლიგის „უმრანიესპორთან“ 0:3 წააგო. წყალტუბოელები სეზონის განახლებისთვის მეზობელ ქვეყანაში 19 ივლისიდან ემზადებოდნენ.

ერზრუმსპორთან“ მატჩით „სამგურალმა“ თურქული შეკრება დაასრულა და საქართველოში გამოემგზავრება. გუნდი შესვენების შემდეგ პირველ ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს თასზე 7 აგვისტოს საგურამოში „ლოკომოტივი 2“-თან გამართავს, ხოლო ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის მატჩს 13 აგვისტოს „თელავთან“ „კავკასიონი არენაზე“ ჩაატარებს.