ფრე პოლონელებთან - „გარეჯმა“ პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა #1TVSPORT
საგარეჯოს „გარეჯი“ 10 თებერვალს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც გუნდი სეზონისთვის ემზადება და ორჯერად ვარჯიშებს მართავს. კახი გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით საგარეჯოელებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართეს.
საგარეჯოს გუნდი პირველ სპარინგ მატჩში პოლონურ „ვიძევს“ შეხვდა – ეს „გარეჯის“ არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეკრება და პირველი საერთაშორისო მატჩი იყო. პოლონურ „ვიძევთან“ დაპირისპირებაში საგარეჯოელებიდან ანგარიში 26-ე წუთზე ნიკა ნოზაძემ პენალტით გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე მეტოქის კარი გიორგი ხარებაშვილმა აიღო.
„გარეჯი“: დავით კუპატაძე, გიორგი ქავთარაძე, ვახტანგ კაპანაძე, გურამ ხარებავა, ნიკა ნოზაძე, სტივენ ბერმუდესი, ხავიერ ფრანსისკო ბრავო, ნიკა გალახვარიძე, გიორგი ხარებაშვილი, არსენ მურატოვი, ბუსენგუი რალფ გუიანო
შეცვლაზე შევიდნენ: სოსო ქარდავა, დავით ებრალიძე, გიორგი პაპუაშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, ნიკა ხაჭვანი
საგარეჯოს „გარეჯი“ შემდეგ მატჩს უზბეკურ სამარყანდის „დინამოსთან“ გამართავს. ამით გუნდი შეკრებას დაასრულებს და სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება.