ფრე მასპინძლებთან - ქართველი 17-წლამდელები პორტუგალიას დაუზავდნენ
ფრე მასპინძლებთან - ქართველი 17-წლამდელები პორტუგალიას დაუზავდნენ

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროშესარჩევი ჯგუფის მეორე ტურში პორტუგალიას შეხვდა და ჯგუფის ფავორიტთან მატჩი ფრედ დაასრულა.

ტონდელას „ჟოაუ კარდოზუს“ სტადიონზე გამართულ მატჩში პირველი მომენტი მესამე წუთზე ლუკა გაგნიძემ შექმნა, მაგრამ მის მიერ შესრულებლი საჯარიმოს შემდეგ მასპინძლები ძელმა იხსნა. ამის შემდეგ უპირატესობას პორტუგალიელები დაეუფლნენ, განსაკუთრებით მძიმე 32-დან 35-ე წუთებამდე მონაკვეთი იყო, როდესაც ორი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მეკარე ლუკა ხარატიშვილმა საიმედოდ ითამაშა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.

პორტუგალია U17-საქართველო U17 0:0

16/11/2019. ტონდელა. სტადიონი „ჟოაუ კარდოზუ“

საქართველო 17: ხარატიშვილი, ზოსიაშვილი (59. თურაზაშვილი), ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი (88. დუნდუა), გაგნიძე, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი (83. სიჭინავა), უბილავა

სათადარიგოები: ასათიანი, თუთაშვილი, სალუქვაძე, გოგოტიშვილი, ტატიშვილი, უგრეხელიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს ალბანეთთან ჩაატარებს, ხოლო მასპინძელი პორტუგალია უკრაინას დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ტურში ალბანეთიც დაამარცხა (2:0) და 6 ქულით ჯგუფში ლიდერობა მოიპოვა. 4 ქულით მეორეზე პორტუგალიაა, ხოლო საქართველო ქულით მესამეზეა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, რადგან ელიტ რაუნდში 13 შესარჩევი ჯგუფის 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის.