ფრე კონკურენტების მატჩში - ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ქულები გაიყო #1TVSPORT
ფრე კონკურენტების მატჩში - ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ქულები გაიყო #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა – დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა – 2:2.

თამაში ბათუმელებმა კარგად დაიწყეს და პირველივე წუთზე თორნიკე კირკიტაძის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. 35-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილის გადაცემით წონასწორობა კომნენ ანდრიჩმა აღადგინა, ხოლო ხუთ წუთში ქუთაისელები ბიორნ იონსენმა დააწინაურა.

მეორე ნახევარში წაგების საფრთხის წინაშე მდგარმა ბათუმელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – მარცხენა ფლანგზე გურამ ჯაფარიძემ შესანიშნავად ითამაშა, მისი გადაცემით „ტორპედოს“ უერდი მარამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

23 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 35 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, „ტორპედო“ (33) კი მეხუთე ადგილს იკავებს.