ფრე ახალწვეულებით - „ტორპედო“ ნიგერიელებს აკვირდება #1TVSPORT
ფრე ახალწვეულებით - „ტორპედო“ ნიგერიელებს აკვირდება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მეექვსე ამხანაგური შეხვედრა დანიურ „ნესტვედთან“ გამართა და 2:2 დაასრულა.

ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა შარშანდელთან შედარებით განახლდა და კახა ჩხეტიანის გუნდში ამჯერადაც ცვლილება იყო. გუნდში ითამაშეს ნიგერიელმა ფეხბურთელებმა ფელი სანდიმ და მატიუ ოლატუნჯიმ, რომლებიც თურქეთში სინჯებზე იმყოფებიან.

24-ე წუთზე დანიელები პენალტით დაწინაურდნენ. მაგრამ ქუთაისელებმა მეტოქეს შეუტიეს და მაურო კაბალიერომ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი ქუთაისელები დააწინაურა და დუბლი შეასრულა. 42-ე წუთზე „ნესტვედმა“ წონასწორობა აღადგინა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ტორპედო“: ლაბაძე, გეგეჩკორი, მონტეირო, ელბაქიძე, ქიმაძე, ტოლი, ნეტო, შულაია, სანდი, კაიკე, კაბალიერო

სათადარიგოები: გოშაძე, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, ქობულაძე, ახვლედიანი, გიგაური, ჩიტაიშვილი, მანჯგალაძე, არაბიძე, ბუღრიძე, ოლატუნჯი.