პარტია „სოციალ-დემოკრატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
პარტია „სოციალ-დემოკრატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

პარტია „სოციალ-დემოკრატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„ყველამ იცის უკვე, პატარა ბავშვებმაც, ვინ უჭერდა მას მხარს და ვინ – არა, რა პირობებით და ასე შემდეგ. 120-მდე დეპუტატია, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ უჭერს მხარს, მეც ვარ მათ შორის. 37 დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციებში. არითმეტიკის საკითხია, რომ მხარდაჭერის საკითხს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, თუ მანამდე რაღაც კატაკლიზმები არ მოხდა. ამ თემაზე მსჯელობა არის ქარიშხალი ჭიქაში და უაზრო დისკუსია, დამთავრებულია საკითხი, გადაწყვეტილია“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა 4 ივნისს დაიწყება.