„ფრანს ფუტბოლის“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები - დასახელდა კანდიდატთა სია მარცხენა მცველის პოზიციაზე
ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა დაიწყო.
სპეციალურმა ჟიურიმ აარჩია 10-10 კანდიდატი 11 პოზიციაზე – მეკარე, მარცხენა მცველი, ორი ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, საყრდენი ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი, მარცხენა გარემარბი, მარჯვენა გარემარბი და ცენტრალური თავდამსხმელი. საბოლოოდ, მსოფლიოს წამყვანი გამოცემების 170 ჟურნალისტზე მეტი აირჩევს საუკეთესოს თითოეულ სპეციალისტზე.
ადრე დასახელდა 10 კანდიდატი მეკარის პოზიციაზე, რის შემდეგაც, ამდენივე კანდიდატი გამოცხადდა მარცხენა მცველის პოზიციაზე:
ანდრეას ბრემე (გერმანია), რუუდ კროლი (ნიდერლანდები), პაულ ბრაიტნერი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), ანტონიო კაბრინი (იტალია), მარსელო (ბრაზილია), ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია), ნილტონ სანტოსი (ბრაზილია), ჟუნიორი (ბრაზილია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია).