ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი თვითიზოლაციაშია
ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი თვითიზოლაციაშია

ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მარინ ლე პენს კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების ნიშნები აქვთ.

ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მარინ ლე პენი იმ ადამიანის გვერდით იჯდა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

ფრანგული მედიის ცნობით, თავად პოლიტიკოსს ჯერ დაავადების სიმპტომები არ აქვს.

საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5000-ს აღწევს. ვირუსით 127 ადამიანი დაიღუპა.