საფრანგეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ასობით პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
საფრანგეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ასობით პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ასობით პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა გააკეთა.

მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ყოველ სამ დღეში ორმაგდება.

სალომონის ინფორმაციით, ასობით პაციენტის მდგომარეობა რთულია და მათ ინტენსიური თერაპია სჭირდებათ.

ამასთან, ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შიშობს, რომ „ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა, სულ მალე გადაიტვირთოს“.

საფრანგეთში ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5000-ს აღწევს. ვირუსით 127 ადამიანი დაიღუპა.