ფრანჩესკო ტოტის „სამპდორია“ და „ფიორენტინა“ ეპატიჟებიან
ფრანჩესკო ტოტის „სამპდორია“ და „ფიორენტინა“ ეპატიჟებიან

„რომას“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ფრანჩესკო ტოტიმ შესაძლოა კარიერა „სამპდორიაში“ ან „ფიორენტინაში“ გააგრძელოს, – წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

მისი ინფორმაციით, „სამპდორიას“ პრეზიდენტი მასიმო ფერერო „რომას“ მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში გენუის კლუბი უნდა ჩაიბაროს ეუსებიო დი ფრანჩესკომ, რომელიც მანამდე ტოტისთან მუშაობდა.

რაც შეეხება „ფიორენტინას“, იქ ტოტი შესაძლოა შეუერთდეს ვინჩენცო მონტელას, რომელსაც მთავარი მწვრთნელის პოსტი უკავია და სპორტულ დირექტორ დანიელე პრადას.

ფრანჩესკო ტოტის მთელი თავისი კარიერა „რომაში“ აქვს გატარებული. პროფესიული ფეხბურთელის რანგში მან 1992-2017 წლებში ითამაშა კლუბში, გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო იტალიის თასი. კარიერის დასრულების შემდეგ, მან მაშინვე მიიღო პოსტი კლუბის სტრუქტურაში.