FourFourTwo – ვილი სანიოლის გუნდს ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს, საქართველოს ნაკრებში კვარაცხელია გამორჩეულია #1TVSPORT
FourFourTwo – ვილი სანიოლის გუნდს ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს, საქართველოს ნაკრებში კვარაცხელია გამორჩეულია #1TVSPORT

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ საქართველოს ნაკრების შესახებ წერილი გამოქვეყნდა, სადაც ავტორი ვარაუდობს, რომ „ჯვაროსნებს“ ევრო 2024-ზე მოხვედრის დიდი შანსი აქვთ.

საქართველოს ნაკრები – ვილი სანიოლის გუნდს ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს

„საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, დიდ ტურნირზე პირველად გავიდეს. ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატს ვერც მიუახლოვდებოდა, შესარჩევი ეტაპის თამაშები მხოლოდ ძველი ფორმატით რომ გაგრძელებულიყო. საქართველომ შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ კვიპროსთან მატჩები მოიგო, შოტლანდიასა და ნორვეგიასთან შეხვედრები კი ფრედ დაასრულა. ევრო 2024-ზე გასვლის შანსი „ჯვაროსნებს“ ერთა ლიგაზე წარმატების შემდეგ გაუჩნდათ.

ერთა ლიგაზე გუნდმა ხუთი მატჩი მოიგო (ორჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან, ერთხელ – ბულგარეთთან), ერთი ფრედ დაასრულა (ბულგარეთთან) და არცერთხელ დამარცხებულა. 21 მარტს მათ ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩი ელით ლუქსემბურგთან, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უკეთესს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი – ვილი სანიოლი

„ნაცნობი სახელი მისი საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე („სენტ-ეტიენი“, „მონაკო“, „ბაიერნი“). საფრანგეთის ნაკრებში 58 მატჩი ჩაატარა. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

საქართველოს ეროვნულ გუნდს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. სანიოლი 2014-2016 წლებში „ბორდოს“ მთავარ მწვრთნელი იყო. ასევე მუშაობდა ტექნიკურ დირექტორად და მწვრთნელად საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში.

„ბორდოდან“ გათავისუფლების შემდეგ, 2017 წელს დაბრუნდა „ბაიერნში“ და კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახლდათ. ეს თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან იტალიელი სპეციალისტი დანიშვნიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს. სანიოლმა „ბაიერნს“ ერთ თამაშში უხელმძღვანელა და გუნდი დატოვა“.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია

„საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტალანტად აღიარებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2017 წელს, 16 წლის ასაკში „დინამო თბილისში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ მალევე „რუსთავში“ გადავიდა.

მისმა განვითარებამ სწრაფად მიიპყრო რუსეთის პრემიერლიგის კლუბების ინტერესი და მოსკოვის „ლოკომოტივში“ იჯარით გადაბარგდა, შემდეგ კი ყაზანის „რუბინთან“ სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის დასაწყისში კვარაცხელია საქართველოში ცოტა ხნით დაბრუნდა და ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა, მერე კი კარიერაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგა და „ნაპოლის“ შეუერთდა.

იტალიაში მისი დებიუტი სენსაციური იყო. ორ სრულ სეზონზე ნაკლებ დროში კვარაცხელიას 78 მატჩში 23 გოლი და ამდენივე საგოლე პასი დაუგროვდა, ნეაპოლელებს კი სერია A-ს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ამის შემდეგ მისი შეძენით ინგლისის პრემიერლიგის ტოპკლუბები დაინტერესდნენ.

კვარაცხელია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა, ძალიან ახლოსაა, რომ ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ამჟამინდელი რეკორდი „აიაქსისა“ და „რეინჯერსის“ ყოფილ თავდამსხმელს, შოთა არველაძეს ეკუთვნის, რომელმაც სანაკრებო კარიერა 26 გოლით დაასრულა“, – წერს FourFourTwo.

FourFourTwo არის ყოველთვიური საფეხბურთო ჟურნალი. ის ინგლისში დაარსდა და ახლა 16 სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი.