ფოთში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა

17:28, 04.02.2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შუა ხნის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

ფოთში, შსს-ის მომსახურების სააგენტოს შენობასთან, მანქანაში შუახნის მამაკაცი მოკლეს.

მსგავსი