ფოთში მკვლელობა მოხდა
ფოთში მკვლელობა მოხდა

ფოთში, საპატრულო პოლიციის შენობასთან შუახნის მამაკაცი მანქანაში მოკლეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის უფროსის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი შვილთან და ერთ პირთად ერთად იმყოფებოდა.

,,რამდენიმე გასროლა მოხდა, მამაკაცი ჩაცხრილეს მანქანაში. ვიცი, რომ ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას, კონკრეტული მიზეზი არ ვიცი. შემთხვევა მოხდა საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოსთან, სადაც მუდმივად პოლიციელები არიან. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – განაცხადა თვითმხილველმა, მარიამ ბჟალავამ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.