ფოთში მომხდარი აფეთქების ვიდეოკადრები

ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ფოთში მომხდარი აფეთქების მომენტია ასახული.

ვიდეო ერთ-ერთი ობიექტის უსაფრთხოების კამერითაა გადაღებული.

ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება განთენიისას მოხდა.

სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულთაგან ერთი ზუგდიდში, ხოლო ერთი ქუთაისში გადაიყვანეს. მესამე დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანილი 29 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაყვანილ ახალგაზრდას კი ნეიროქირურგიული ​ოპერაცია ჩაუტარდება.