ფოთში, მე-14 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო
ხმაური იყო ფოთში, მე-14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო თავმჯდომარის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, უბნებზე მობილიზებული არიან აგიტატორები და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რაც კანონდარღვევაა.
ადგილზე შეკრებილი ადამიანები ოპოზიციის განცხადებებს უარყოფენ და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნებაც“ და აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.