ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულ ახალგაზრდასთან კონტაქტში მყოფ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:34, 14.09.2020

ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულ 24 წლის ახალგაზრდასთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევის შედეგები ცნობილია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიაში 22 ადამიანის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი და არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა.

„ეპიდემიოლოგებმა გუშინ მოიკვლიეს 22 კონტაქტი. მათი ნიმუშები გუშინვე გავაგზავნეთ ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ეს წუთია, მივიღეთ პასუხები და ყველა უარყოფითია. არცერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. რაც შეეხება პაციენტს, ის შესაბამისი პროფილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში „კოვიდ-19“ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა.

მსგავსი