ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, არის კიდევ ერთი, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი და მისი კვლევის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი შესაბამისი პროფილის კლინიკაში გააგრელებენ მკურნალობას“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო ლეფსაიამ.

20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.