ფოთში გამოკვლეულ შსს-ს 84 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში გამოკვლეულ შსს-ს 84 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში კორონავირუსზე გეგმური ტესტირების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 84 თანამშრომელი გამოიკვლიეს. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განუცხადა.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ 84 პირი. ისინი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. როგორც ველოდით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.