ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:52, 07.01.2021

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საეჭვო პაციენტების კვლევა.

„ამ პერიოდისათვის ფოთში აღრიცხულია კორონავირუსის 3 430 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 140 პაციენტი, გარდაიცვალა 23, ხოლო აქტიური პაციენტია 267. მათ შორის სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 46 პაციენტი, ევექსის ფოთის ჰოსპიტალში არის 40 პაციენტი, კარანტინში იმყოფება 15, ხოლო ბინაზე 206 ადამიანი“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი.

მსგავსი