საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 419 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 235 491 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 695 გამოჯანმრთელდა, 2 694 კი, გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 15 492 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 084, PCR-ტესტით – 6 408.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 4 436 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი.

ამასთან, 6 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 489 ადამიანი.

დატოვე კომენტარი