ფოთში აფეთქებისას დაშავებულ 16 წლის ახალგაზრდას ნეიროქირურგიული ​ოპერაცია ჩაუტარდება
ფოთში აფეთქებისას დაშავებულ 16 წლის ახალგაზრდას ნეიროქირურგიული ​ოპერაცია ჩაუტარდება

ფოთში აფეთქების დროს დაშავებული 16 წლის ახალგაზრდა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც პაციენტის მკურნალი ექიმი, ეკატერინე ნიშნიანიძე განმარტავს, მოზარდი საავადმყოფოში ქალატვინის დაზიანებებით შეიყვანეს და იგეგმება ნეიროქირურგიული ჩარევა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება განთენიისას მოხდა. სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი ზუგდიდში, ხოლო ერთი ქუთაისში გადაიყვანეს. მესამე დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანილი 29 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა.