ფოტოგრაფს თავზე გადაახტა - პლეი-ოფში გასვლა პერიშიჩმა სახალისოდ აღნიშნა #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩი ბელგიასთან ფრედ 0:0 დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა, რაც ივან პერიშიჩმა სახალისოდ აღნიშნა.
როგორც კი მატჩის ფინალური სასტვენის ხმა გაისმა, ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი თავზე გადაახტა ფოტოგრაფს, რომელიც ხორვატებისკენ მიიჩქაროდა მატჩის შემდგომი ემოციების გადასაღებად.
პერიშიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე ორი საგოლე გადაცემით ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ასისტების ავტორი გახდა. ამ დროისთვის ფეხბურთელი 33 წლისა და 298 დღისაა, ის გახდა მესამე მოთამაშე ამ მაჩვენებლით ტურნირის ისტორიაში უნგრელი ლასლო ფაზეკაშის და დანიელი მიქაელ ლაუდრუპის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდან ზედიზედ მეორედ გავიდა და ყველა ოფიციალურ ტურნირში ბოლო 19 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზლატკო დალიჩის გუნდი ფინალში გავიდა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის ტიტული.
„ტოტენჰემისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ევროპის 2012 და 2016 და 2014, 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსანი გახდა. ის უკვე არის ხორვატიის ნაკრების საუკეთესო სამეულში ჩატარებული მატჩებითა და გატანილი გოლებით – ივან პერიშიჩმა 118 მატჩში 32 გოლი გაიტანა.