ფოთის პორტში ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი ქვეყნების გემები შევლენ
ფოთის პორტში ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი ქვეყნების გემები შევლენ

ფოთში დღეს ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი ოთხი ქვეყნის  – რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემები შევლენ. ნავმისადგომებზე გემების შეყვანის პროცესი უკვე დაიწყო.

სამხედრო გემები ფოთის პორტს 17 მაისს დატოვებენ.

1200-მდე სამხედრო პირის ვიზიტთან დაკავშირებით, ქალაქში ოთხი დღის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.

ფოთის მერის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის განცხადებით, დაგეგმილია დახვედრის საზეიმო ცერემონია, კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები ქალაქის მერთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

„ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება დადასტურება ნატო-ს მხრიდან საქართველოსთვის ერთგული პარტნიორობის, როგორც ძალიან აქტიური მხარდამჭერის და უსაფრთხოების გარანტის. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ყველაფერი ფოთში ხდება“, –  აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა.