ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში ორი მამაკაცი დაშავდა
ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში ორი მამაკაცი დაშავდა

ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, მომხდარის შედეგად ამავე საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით ჯერ სენაკის კლინიკა „არქიმედეში“, მოგვიანებით კი ქუთაისის კლინიკა „უნიქალ მედიში“ გადაიყვანა.

„ერთ- ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და ის კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება“, – განაცხადა კლინიკა „უნიქალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა, შოთა მარუაშვილმა.