ფოთის „კოლხეთმა“ „სიონი“ დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ „სიონი“ დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს #1TVSPORT

ფოთის „ფაზისი არენაზე“ „კოლხეთმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მასპინძლებს დაწინაურების რეალური შანსი მე-11 წუთზე ჰქონდათ, მაგრამ დათა სიჭინავამ პენალტი ვერ გამოიყენა – მეკარე გიორგი უგრეხელიძემ ბურთი მოიგერია და „სიონი“ გადაარჩინა.

ფოთელებს ლიდერ „გარეჯთან“ ჩამორჩენის შესამცირებლად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს და მეორე ტაიმის ბოლოს მთელი ძალებით შეუტიეს. დავით კვირკველიას გუნდს მონდომება დაუფასდა – შეხვედრის ბოლო წუთზე ერეკლე ჯიჯავაძემ ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, უძლიერესი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და „კოლხეთს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

31 ტურის შემდეგ „კოლხეთს“ 67 ქულა აქვს და „გარეჯს“ (68) ერთი ქულით ჩამორჩება, ამ მოგებით გუნდმა ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. „სიონი“ კი (47) მიზანს ნელ-ნელა შორდება – გუნდი მეოთხე ადგილზეა, მესამეადგილოსან „სპაერს“ (57) 10 ქულით ჩამორჩება და ეროვნულ ლიგაში დაბრუნების მცირე შანსი რჩება.