ფოთის „კოლხეთმა“ შეკრება უკრაინულ გუნდთან გამარჯვებით დაასრულა #1TVSPORT

00:05, 15.02.2025

ფოთის „კოლხეთი“ თურქული შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში უკრაინის პრემიერლიგის გუნდ „ლევიი ბერეგს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

„კოლხეთი“ – „ლევიი ბერეგ“ 2:1 

0:1 ვალერი სამარი (35′)
1:1 დავით ზურაბიანი (45+2′)
2:1 აკაკი გიუნაშვილი (48′)

„კოლხეთი 1913“ შემადგენლობა:

კოტლიაროვი, ზურაბიანი, ხარშილაძე, გიუნაშვილი, ახალაძე, ფირანაშვილი, ჯიჯავაძე, ფაჩულია, მოისწრაფიშვილი, აბუაშვილი, ჩიხრაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ჩიქოვანი, ავალიანი, დათუაშვილი, გრიგალავა, კაპანაძე, ხელაია.

ამ გამარჯვებით „კოლხეთმა“ დაასრულა თურქული წინასასეზონო შეკრება, რომლის ფარგლებში 6 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.

ფოთის „კოლხეთი“ საქართველოში 15 თებერვალს დაბრუნდება.

მსგავსი