ფოთის „კოლხეთმა“ ლადო ჩიხრაძე და გიორგი მელქაძე დაიმატა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ ლადო ჩიხრაძე და გიორგი მელქაძე დაიმატა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი“ ახალი სეზონისთვის მზადებას და შემადგენლობის დაკომპლექტებას აგრძელებს. გუნდმა ორი შემტევი მოთამაშე დაიმატა.

ფოთის „კოლხეთში“ კარიერას ლადო ჩიხრაძე გააგრძელებს. 22 წლის თავდამსხმელი „საბურთალოს“ აღზრდილია, კარიერა კი ესპანეთში დაიწყო. 2022 წელს საქართველოში დაბრუნდა და წყალტუბოს „სამგურალში“ ჩაირიცხა. იყო საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა წევრი.

ფოთის „კოლხეთში“ ვარჯიშობს კიდევ ერთი შემტევი – გიორგი მელქაძეც, რომელიც მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელი იყო, ბოლოს კი საფეხბურთო კლუბ „სოჭში“ თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ „კოლხეთში“ ვატო არველაძე ჩაირიცხა, მაგრამ ბათუმის „დინამოსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშია. იტალიურ „ფროსინონესთან“ საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გუნდის წევრი აკაკი გიუნაშვილიც დაუბრუნდა.