ფოთის „კოლხეთი“ თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი“ თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი“ 20-დღიან წინასასეზონო შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა, სადაც ექვსი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას გეგმავს.

ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა, დავით კვირკველიამ შეკრებაზე 29 ფეხბურთელი წაიყვანა: იაროსლავ კოტლიაროვი, ბექა ხარშილაძე, არტიომ ფასტოვი, დავით ზურაბიანი, ცოტნე ჩიქოვანი, გიორგი ხინთიბიძე, აკაკი გიუნაშვილი, ლაშა გვალია, დემეტრე გვასალია, დავით გოგიჩაიშვილი, დავით კრასოვსკი, დანილო რიაბენკო, საბა ზოიძე, ანატოლი მესიაჩენკო, ლაშა კოხრეიძე, ოთარ გაგნიძე, თორნიკე შეყილაძე, გიორგი კვირკველია, ლუკა კვაშილავა, გიორგი ხარებავა, საბა ფირანიშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, დავით მეგრელიშვილი, გიორგი ახალაძე, ერეკლე ჯიჯავაძე, ვატო არველაძე, გიორგი მელქაძე, კირილ კლიმოვი, დემურ ჩიხრაძე.

კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე უცხოელი გუნდს შეკრებაზე შეუერთდება, მწვრთნელები მათ დააკვირდებიან და ამის შემდეგ გადაწყვეტენ მათთან თანამშრომლობის საკითხს.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „კოლხეთი“ პირველი ტურის მატჩს ბათუმის, „დინამოს“ წინააღმდეგ 1-ელ მარტს ჩაატარებს.