ფორმულა 1-ში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ველომრბოლი გახდა
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ველომრბოლი გახდა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა, მონაწილეობა მიიღო ველორბოლაში, რომელიც ომანის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

მონაწილეებმა 238-კილომეტრიანი დისტანცია სამ დღეში დაფარეს. 260 მონაწილეს შორის, ბატონი 30-ე ადგილზე გავიდა, ფინიშის შემდეგ კი თავისი შთაბეჭდილებები ინსტაგრამში გააზიარა.

„სამი დღის განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე! 30-ე ადგილზე გასვლა შევძელი, რაც ცუდი არ არის“, – დაწერა ბატონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯენსონ ბატონი ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი 2009 წელს გახდა ბრაუნის შემადგენლობაში. ამ გუნდმა მხოლოდ ერთი სეზონი იარსება.