Footballtalentscout-ი - ტალანტების სიმრავლე და ევრო 2024-ზე მოხვედრა ქართული ფეხბურთის საინტერესო მომავალზე მიუთითებს #1TVSPORT
Footballtalentscout-ი - ტალანტების სიმრავლე და ევრო 2024-ზე მოხვედრა ქართული ფეხბურთის საინტერესო მომავალზე მიუთითებს #1TVSPORT

ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა, Footballtalentscout-მა ქართული ფეხბურთის ტალანტებზე დანი ომერის წერილი გამოაქვეყნა. ავტორი 10 ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს.

„ისტორიულად, ქართველები იშვიათად გამოირჩეოდნენ ევროპულ საფეხბურთო სცენაზე, მაგრამ ბოლო მოვლენებმა სიტუაცია შეცვალა. ქართული ფეხბურთის წინსვლის ტენდენციას აჩვენებს ისეთი ახალგაზრდების გამოჩენა, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი არიან.

ამ ფეხბურთელებმა მიიპყრეს ევროპის წამყვანი კლუბების ყურადღება. დღეს კი ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ 10 ქართველ ტალანტს, რომლებმაც, შესაძლოა, მომდევნო სეზონებში გაიბრწყინონ.

10 გამორჩეული ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი:

გაბრიელ სიგუა (2006) – „ბაზელი“

ლუკა პარკაძე (2005) – მიუნხენის „ბაიერნი“

ირაკლი აზაროვი (2002) – დონეცკის „შახტარი“

საბა საზონოვი (2002) – „ტორინო“

გიორგი კვერნაძე (2003) – „ფროზინონე“

სანდრო ფეიქრიშვილი (2006) – თბილისის „დინამო”

გიორგი გოჩოლეიშვილი (2001) – დონეცკის „შახტარი“

საბა გოგლიჩიძე (2004) – „ემპოლი”

ლუკი ლაცაბიძე (2004) – დონეცკის „შახტარი“

ვახტანგ სალია (2007) – თბილისის „დინამო”

ტალანტების ეს სია აჩვენებს იმას, რომ საქართველოში ფეხბურთი ვითარდება. ამ ქვეყნის მოსახლეობა სულ რაღაც 3.7 მილიონია. ტალანტების სიმრავლე, ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვედრა და ერთა ლიგის B ლიგაში დაწინაურება ქართული ფეხბურთის საინტერესო მომავალზე მიუთითებს“, – წერია Footballtalentscout-ზე გამოქვეყნებულ წერილში.