Football Italia - დონარუმა „მილანს“ პსჟ-ზე გაცვლის
Football Italia - დონარუმა „მილანს“ პსჟ-ზე გაცვლის

„მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იტალიურ კლუბს ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ახალგაზრდა გოლკიპერი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას „პარი სენ-ჟერმენში“ აპირებს გადასვლას. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Football Italia.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, პარიზელები უკმაყოფილონი არიან კევინ ტრაპით,ასევე ალფონს არეოლათი და გადაწყვეტილი აქვთ იტალიელის შეძენაზე იზრუნონ.

წერენ, რომ მალე დაიწყება პსჟ-სა და დონარუმას აგენტის მინო რაიოლას მოლაპარაკებები. აგენტი უკმაყოფილო დარჩა თავისი კლიენტის კონტრაქტით “მილანთან” და სურს ახალი ადგილი გამოუნახოს იტალიელს.
შეგახსენებთ, რომ დონარუმამ გასული წლის ზაფხულში “მილანთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
პარიზელები ასევე განიხილავენ “რომასა” და “ატლეტიკოს” მეკარეების – ალისონისა და იან ობლაკის კანდიდატურებს.