ფონიჭალაში ორი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ფონიჭალაში ორი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ე.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაჭრის ფაქტი ფონიჭალაში გუშინ მოხდა.

დატოვე კომენტარი