ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მაშველებმა დაღუპული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ნანგრევებში იპოვეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო ამ დროისთვის ოთხი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.