ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ამოიყვანეს
ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ცნობებით, მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო ექვსის სამძებრო-სამაშველო ღონისძებები მიმდინარეობს.
ფოტოს სოციალურ ქსელში გიორგი მალძიგაშვილი ავრცელებს.