ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
გრძელდება ერთი პირის ძებნის სამუშაოები. პროცესში მაშველებთან ერთად ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი.