ფლორიდაში 14 წლის ორი მოზარდი მასობრივი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს
ფლორიდაში 14 წლის ორი მოზარდი მასობრივი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს

ფლორიდაში დააკავეს 14 წლის ორი მოზარდი, რომლებიც, პოლიციის ცნობით, მასობრივი მკვლელობის მოწყობას გეგმავდნენ. „სიენენის“ ინფორმაციით, ქალაქ ეივონ პარკში მცხოვრები გოგონების გეგმების შესახებ თავდაპირველად სკოლის მასწავლებელმა შეიტყო, რის შემდეგაც სამართალდამცველებს აცნობა.

მასწავლებლის თქმით, გოგონები მათ მიერ დამალულ საქაღალდეს ეძებდნენ. მოზარდები შიშობდნენ, რომ იმ შემთვევაში, თუ საქაღალდეს სხვა ნახავდა, მათ დააკავებდნენ. ამ დიალოგის მოსმენის შემდეგ მასწავლებელმა საქაღალდე თავად იპოვა. მასში კი ხელნაწერები იყო შენახული, სადაც მოზარდების გეგმები დეტალურად იყო აღწერილი. მედიის ცნობით, 14 წლის გოგონებს წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული, როგორ უნდა ეშოვათ ცეცხლსასროლი იარაღი, მოეკლათ 9 ადამიანი და შემდეგ მათი ცხედრები დაემალათ.

„სიენენის“ ცნობით, მოზარდები ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.