ფლორიდაში 12-სართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 94-მდე გაიზარდა
მედიის ცნობით, ფლორიდაში 12-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა. 22 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანის პოვნის შანსი ნულის ტოლია.
სამძებრო სამუშაოები ნანგრევების ადგილზე უკვე მესამე კვირაა, მიმდინარეობს.
ფლორიდაში, მაიამის მახლობლად მდებარე 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 24 ივნისს ნაწილობრივ ჩამოინგრა.
ჯერ უცნობია, რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი. ცნობილია, რომ 2018 წელს საინჟინრო კომპანიის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის სტრუქტურულ ხარვეზებზე.