ფლორეტინო პერესს უნდა, რომ სერხიო რამოსმა „რეალი“ დატოვოს
ფლორეტინო პერესს უნდა, რომ სერხიო რამოსმა „რეალი“ დატოვოს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკმაყოფილოა გუნდის კაპიტან სერხიო რამოსის მოქმედებებით.

როგორც „თრაიბალ ფუტბოლი“ (Tribal Football) იტყობინება, პერესს არ მოსწონს, რომ ესპანელი კაპიტნის რანგში ძალიან ხშირად აძლევს თავს ზედმეტის უფლებას. ამიტომაც, პრეზიდენტის სურვილია, რამოსმა დატოვოს გუნდი და მომავალში, დაცვაში ლიდერის ფუნქციები რაფაელ ვარანმა გადაიბაროს.

მიმდინარე სეზონში სერხიო რამოსმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.