ფლორენტინო პერესმა ანჩელოტის აცნობა, რომ ბენზემა 90 პროცენტით ტოვებს „რეალს“ #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა ემზადება ამ სეზონის შემდეგ კლუბის დასატოვებლად. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ 35 წლის ფრანგმა 200-მილიონიანი კონტრაქტის შეთავაზება მიიღო საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბისგან.
გამოცემა Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა შეატყობინა მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის იმის შესახებ, რომ ბენზემა 90 პროცენტის ალბათობით დატოვებს მადრიდულ კლუბს და საუდის არაბეთში გაემგზავრება. ამასთან, თავად „რეალი“ დაინტერესებულია ბენზემასთან კიდევ ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელებით.
ესპანური პრესა იუწყება, რომ „რეალის“ ფანები უკვე ამზადებენ ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში ბენზემასთან გამოსათხოვებელ აქციას.
2022-23 წლების სეზონში ბენზემამ 42 ოფიციალურ მატჩში 30 გოლი გაიტანა.