ფლორენტინო პერესი მართალი აღმოჩნდა - პანდემიის პირობებში უეფა-ს პრეზიდენტის ხელფასი 2.19 მილიონამდე გაიზარდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებული ვრცელი ინტერვიუსას განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება კორონავირუსის პანდემიის პირობებში უეფა-ს მაღალჩინოსანთა ხელფასები შემცირებულიყო.
პერესი ნაწილობრივ მართალი აღმოჩნდა. პანდემიისა და კატასტროფული ეკონომიური სიტუაციის მიუხედავად, უეფა-ს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ხელფასები გაიზარდა.
Calcio Finanza-ს მონაცემებით, უეფა-ს პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის ხელფასი 450 ათასი ევროთი გაიზარდა. გასულ სეზონში სლოვენიელმა ჩინოვნიკმა 2.19 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ასევე ირკვევა, რომ უეფა-ს გენერალური მდივნის ტეოდორ ტეოდორისის ხელფასის მატებამ 164 ათასი ევრო შეადგინა და ჯამში თანხამ 1.23 მილიონ ევროს გაუტოლდა.
მეორეს მხრივ, 12.5 ათასით შემცირდა ვიცე-პრეზიდენტის ხელფასი და 8 ათასით აღმასრულებელი კომიტეტის წევრების.