„ინდეპენდენტი“ - უეფა-სა და ფიფა-ს არ აქვთ უფლება ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობისთვის კლუბებს სანქციები დაუწესონ #1TVSPORT
„ინდეპენდენტი“ - უეფა-სა და ფიფა-ს არ აქვთ უფლება ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობისთვის კლუბებს სანქციები დაუწესონ #1TVSPORT

მას შემდეგ, რაც ევროპის სუპერლიგის დაარსების შესახებ გამოცხადდა, უეფა-სა და ფიფა-ს ხელმძღვანელებმა კატეგორიული ტონით გამოაცხადეს იმ სანქციების შესახებ, რაც, შესაძლოა, კლუბებს სუპერლიგაში თამაშისთვის დაუწესონ.

თავის მხრივ, ახალი ორგანიზაციის წარმომადგენლები სამართლებრივი კუთხით ცდილობენ საქმის მოგვარებას. გამოცემა „ინდეპენდენტის“ მიხედვით, მადრიდის კომერციული სასამართლოს დადგენილებით ფიფა-სა და უეფა-ს არ აქვს არანაირი შეზღუდვისა თუ სასჯელის გამოტანის უფლება.

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ამავე დროს ევროპის სუპერლიგის პირველი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი ლიგა ფეხბურთის გადარჩენისთვის იქმნება.

„ფეხბურთი ამჟამად ცუდ სიტუაციაშია. იტალიის, ინგლისისა და ესპანეთის გუნდებს სურთ მდგომარეობიდან გამოსვლა. ფანებს მსოფლიოს მასშტაბით ეს ლიგა მაღალი დონის ფეხბურთსა და სანახაობას შესთავაზებს. ამას ფეხბურთის გადასარჩენად ვაკეთებთ.“

დატოვე კომენტარი