საუდის არაბეთის ჩემპიონატში, ახალი სეზონის პირველ ტურში „ალ-აჰლიმ“ „ალ-ჰაზმს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 3:1.
მასპინძელთა რიგებში ბენეფისი ჰქონდა რობერტო ფირმინოს, რომელიც ამ მატჩში „ალ-ჰალის“ ყველა გოლის ავტორი იყო და ჰეთთრიქი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბრაზილიელმა „ალ-აჰლისთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და როგორც დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა, საუდის არაბეთის კლუბმა მნიშვნელოვანი მოთამაშე შეიძინა.