ფირმინიოს ჰეთ-თრიქით „ალ-აჰლიმ“ „ალ-ჰაზმი“ დაამარცხა #1TVSPORT
ფირმინიოს ჰეთ-თრიქით „ალ-აჰლიმ“ „ალ-ჰაზმი“ დაამარცხა #1TVSPORT

საუდის არაბეთის ჩემპიონატში, ახალი სეზონის პირველ ტურში „ალ-აჰლიმ“ „ალ-ჰაზმს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 3:1.

მასპინძელთა რიგებში ბენეფისი ჰქონდა რობერტო ფირმინოს, რომელიც  ამ მატჩში „ალ-ჰალის“ ყველა გოლის ავტორი იყო და ჰეთთრიქი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბრაზილიელმა „ალ-აჰლისთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და როგორც დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა, საუდის არაბეთის კლუბმა მნიშვნელოვანი მოთამაშე შეიძინა.