რიად მაჰრეზი „ალ-აჰლიში“ გადავიდა #1TVSPORT
რიად მაჰრეზი „ალ-აჰლიში“ გადავიდა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიმ“ გამოაცხადა ნახევარმცველ რიად მაჰრეზის „ალ-აჰლიში“ ტრანსფერის შესახებ.

იტყობინებოდნენ, რომ ინგლისის ჩემპიონი საუდის არაბეთის კლუბისგან 35 მილიონ ევროს მიიღებს 32 წლის ალჟირელის სანაცვლოდ. თავად მაჰრეზი „ალ-აჰლისთან“ 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს კონტრაქტს.

მაჰრეზმა „მანჩესტერ სიტიში“ ხუთი წელი გაატარა. 2018 წელს ის „სიტიში“ „ლესტერიდან“ გადავიდა. ალჟირელმა მანჩესტერელთა რიგებში 236 მატჩი ჩაატარა, 78 გოლი გაიტანა, 59 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 11 ტიტული მოიგო, მათ შორის ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ პრემიერლიგა.