ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ „ლელო“ არჩევნების მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორის მოწყობის იდეას არ იზიარებს
ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ „ლელო“ არჩევნების მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორის მოწყობის იდეას არ იზიარებს

„ლელოს“ წევრი ფიქრი ჩიხრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ლევან ვარშალომიძის გუშინდელ განცხადებას, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოეწყოს, არ ეთანხმება.

როგორც ჩიხრაძე აცხადებს, აღნიშნულზე ოპოზიციაში ერთიანობა არ არის.

„არ ყოფილა ამაზე საუბარი, ადრე დაისვა ეს საკითხი, თუმცა ოპოზიციაში არ იყო თანხმობა და საერთო აზრი. ჩემთვის არ არის მისაღები ეს ფორმა და შესაბამისად, რაც არ არის ერთიანი პოზიცია, ოპოზიცია ამას ერთიანად არ ახორციელებს“, – აღნიშნა ჩიხრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.

ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.