„ფიორენტინაში“ მთავარი მწვრთნელის გაშვებას გეგმავენ
„ფიორენტინაში“ მთავარი მწვრთნელის გაშვებას გეგმავენ

„ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა მათი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯუზეპე იაკინის დათხოვნას აპირებს, – იუწყება Calciomercato.

იტალიის ჩემპიონატში შვიდი ჩატარებული ტურის შემდეგ, იაკინის შეგირდები სატურნირო ცხრლის მე-12 ადგილზე იმყოფებიან, რაც, რა თქმა უნდა, „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე იაკინის შემცვლელად „იუვენტუსის“ ყოფილ მწვრთნელს, მაურიციო სარის მოიაზრებენ.