"ფიორენტინასა" და იტალიის ნაკრების მცველი გარდაიცვალა
"ფიორენტინასა" და იტალიის ნაკრების მცველი გარდაიცვალა

ფიორენტინასა” და იტალიის ნაკრების მცველი დავიდე ასტორი 4 მარტს, დილით ძილში გარდაიცვალა, – წერს ფლორენციული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ფეხბურთელი 31 წლის იყო.

“ფიორენტინა” ღრმა მწუხარებით იტყობინება, რომ გარდაიცვალა ჩვენი კაპიტანი დავიდე ასტორი საშინელ და დელიკატურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ვთხოვთ პრესას გამოიჩინოს თანაგრძნობა და პატივისცემა მისი ოჯახის მიმართ”, – – წერია კლუბის განცხადებაში.

ამ სეზონში ასტორიმ 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და ერთი საგოლე პასი შეასრულა. “ფიორენტინამდე” ის “პიციგეტონეში“, “კრემონეზეში“, “კალიარიში” და “რომაში” თამაშობდა.
იტალიის ნაკრებში ასტორი 2011-17 წლებში თამაშობდა, ამ დროის განმავლობაში 14 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გადაიდო სერია A-ს 27-ე ტური მატჩი “ფიორენტინასა” და “უდინეზეს” შორის. ის კვირას, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.